ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ პროექტის ტრანსპორტირებაში, ანუ ისეთი ტვირთის გადაზიდვაში, რომელიც საჭიროებს დატვირთვის და ტრანსპორტირების სპეციალურ მეთოდებს ან დაგეგმარებას, ჩვენი ჯგუფი დაგეხმარებათ დეტალური და კრეატიული ლოჯისტიკური გეგმის ფარგლებში ტრანსპორტირების განხორციელებაში.
ჩვენ ვაერთიანებთ ყველა ჩვენს ტექნიკურ ნოუ-ჰაუს კავშირებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკის სფეროებში საპროექტო ტვირთის გადაზიდვისას და ვიყენებთ მათ პრაქტიკაში.
პროექტის ტრანსპორტირება, ამჟამად არის სწრაფად განვითარებადი სექტორი. პროექტის გადაზიდვისას ერთ-ერთი მთავარი მიზანს წარმოადგენს, ტვირთის სახელმწიფო მაგისტრალებზე შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადატანას, რათა ტრანსპორტირებისას არ მოხდეს უარყოფითი ზეგავლენის მიყენება სხვა სატრანსპორტო საშუალებებსა და ინფრასტრუქტურაზე. პროექტის ტრანსპორტირება იწყება ტვირთის დატვირთვით, წარმოების ადგილიდან, გემიდან, სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ქარხნიდან ან საწყობიდან. გადაზიდვის უპრობლემოდ უზრუნველყოფისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია -გადასაზიდი ტვირთის წონის მიხედვით- გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების სწორი შერჩევა. შესაფერისი მისაბმელისა და ბუქსირების მანქანის შერჩევა ხორციელდება დატვირთვის მახასიათებლების, გასავლელი მარშრუტისა და გასავლელი მანძილის გათვალისწინებით.