Şerifali Mah. Kutup Sok. No.28 Yukarı Dudullu Ümraniye-İstanbul/TÜRKİYE

Balcıoğlu Transport

ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანია დაარსების დღიდან, სახმელეთო ტრანსპორტირების სფეროში მომსახურებას ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დადგენილი c2 უფლებამოსილების დოკუმენტის საფუძველზე. გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის ძირითადი პრინციპებია გულწრფელობა და პატიოსნება.
ჩვენი კომპანია იბარებს ტვირთებს თურქეთის ყველა წერტილიდან და უზრუნველყოფს საერთაშორისო გადაზიდვებს, დროულად და ადგილზე მიტანით. ვახდენთ, როგორც შერეულ (ჯგუფური) ასევე სრული დატვირთვის ტვირთის, საკუთარი სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირებას. ჩვენი კომპანია, რომელიც მიზნათ ისახავს ყოველწლიურ ზრდადობას, არის ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო კომპანიების- ლოჟისტიკური თვალსაზრისით- მიმწოდებელი კომპანია, რომელიც მუდმივად აფართოებს მომხმარებელთა არეალს.

ორგანიზება

გადაზიდვის სექტორი მოითხოვს ოგანიზებულ მომსახურეობას. ამ მიზეზით,- დაწყებული გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებებიდან, სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირების ჩათვლით-, ყველა სამუშაო შეუფერხებლად ორგანიზდება. გარანტიას გაძლევთ, ჩვენი საქართველო, აზერბაიჯანსა და თურქეთში სტარეგიულად დაარსებული ოფისების მეშვეობით, გაგიწევთ გადაზიდვების ყველაზე კომფორტულ მომსახურეობას, ასევე ჩვენი, ხოფაში არსებული ფილიალი მოგემსახურებათ სარფის საბაჟო გამტარ პუნქტზე, საბაჟო საქმიანობის ორგანიზებაში და გაგიწევთ საბაჟო-საბროკერო მომსახურეობას. ბალჯიოღლუ, ბიზნეს პარტნიორი სააგენტოების შერჩევისას,- რაც მომსახურების ხარისხზე მოქმედი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია,-ითვალისწინებს ისეთ კრიტერიუმებს როგორიცაა: პარალელური სტრატეგიების ქონა, ბიზნესის განვითარებისთვის ღიაობა, გეოგრაფიული მდებარეობა, ქვეყნის ფარგლებში ნებისმიერ წერტილში მომსახურეობის მიწოდების შესაძლებლობა და მეზობელ ქვეყნებთან ძლიერი მომსახურეობის ქსელების არსებობის საკითხებს.